ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

დედოფლის მოთხოვნით, მეგან მარკლი სამეფო ეტიკეტის შემსწავლელ კურსს გაივლის

ახლა, როცა პრინცი და მეგან მარკლი ოფიციალურად ცოლ-ქმარი არიან, პრინცესას შიშველ ფეხებთან გამომშვიდობება და სამეფო კარის წესებთან შეგუება მოუწევს. როდესაც სამეფო კარზე უამრავი ეტიკეტია შესასწავლი, გაკვეთილების გარეშე შეუძლებელია ყველაფერში გათვითცნობიერება. ამისათვის, მეგან მარკლი სამეფო ეტიკეტის გაკვეთილების 6-თვიან კურსს იწყებს.

პროტოკოლის შემსწავლელი კურსი თავად დედოფალმა ელისაბედ მეორემ მოითხოვა. მას სურვილი აქვს, ახალმა პრინცესამ საფუძვლიანად შეისწავლოს, როგორ უნდა მოიქცეს ისე, როგორც სამეფო ოჯახის წევრს მოეთხოვება.

მეგან მარკლის მასწავლებლად 49 წლის სამანტა კოენი დაინიშნა. ის დედოფლის პირადი ასისტენტია. ცნობილია, რომ კოენი ბუკინგემის სასახლიდან კენსინგტონის სასახლეში გადადის საცხოვრებლად, რათა მარკლი “სამეფო ფორმაში” მოიყვანოს.

“ამ 6 თვის განმავლობაში, მეგანს მოუწევს მოუსმინოს გაკვეთილებსა და რჩევებს, რომლებსაც სხვადასხვა ადამიანი მისცემს. პრინცესა ვალდებულია, ისწავლოს,, როგორ იყოს უფრო მეტად თავმდაბალი. კურსი არ იქნება მშვიდი, პირიქით, ის საკმაოდ აქტიური იქნება. მარკლი ყოველდღიურ შრომას მიჩვეულია, ამიტომ არ გაუჭირდება განრიგთან შეჩვევა.” - ამბობს ერთ-ერთი წყარო.

სამანტამ, რომელსაც ზედმეტსახელად პანტერა სამანტასაც ეძახიან, უკვე დაიწყო გაკვეთილების ჩატარება. მან მეგანს რჩევები მისცა, როგორ უნდა წარდგენილიყო პრინცი ჩარლისთვის მიძღვნილ წვეულებაზე, სადაც მარკლი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 


ფოტო: hollywoodreporter.com

კომენტარები