რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან მიახლოებას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მხრიდან ულტრანაციონალისტი ჯგუფის წევრები ცდილობენ. პოლიციის კორდონი მათ აქციასთან არ უშვებს. პარალელურად, გიორგი გაბედავას ჯგუფის წევრებმა 9 აპრილის ბაღიდან პირველი სკოლის წინ გადაინაცვლეს. მათაც წინ პოლიციის კორდონი ეღობება. აქ მივიდა სანდრო ბრეგაძეც. გიორგი გაბედავა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.






