ძარცვა

შსს: ძარცვისთვის, წარსულში ქურდობისა და ძალადობისთვის ნასამართლევი 2 პირი დავაკავეთ

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია. 

"ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, წარსულში ქურდობისა და ძალადობისთვის ნასამართლევი პირები -  1995 წელს დაბადებული ჯ. გ. და 1997  წელს დაბადებული  ო.ა. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ირანის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ი.ა.-ს  ფული, მობილური  ტელეფონი, პასპორტი და სახლის გასაღები წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე ფაქტის თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დანაშაული დაფარა,  შემთხვევიდან მოკლე დროში დავადგინეთ და დავაკავეთ." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები