ძარცვა

სახლიდან ძვირფასი ნივთები და ფული მოიპარა - შსს-მ თბილისში, ძარცვისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ძარცვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, 1972 წელს დაბადებული ი.ვ.-ს საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფას ნივთებს და ფულს უკანონოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს და მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის  ა და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები