საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა: ბათუმში დაუდგენელმა პირებმა მატარებელი დააზიანეს

facebook.com/GeoRailway

ბათუმში საქართველოს რკინიგზის მატარებელი დააზიანეს. საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მატარებლის მეოთხე ვაგონის კედელი უცნობმა პირებმა "სრულად მოხატეს."

"ვანდალური ფაქტი მოხდა რკინიგზის სადგურში. გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული. საქართველოს რკინიგზამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. შტადლერის ორსართულიანი მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30-ზე გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო,"- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები