ნარკოპოლიტიკა

შსს: 4 თვეში ამოღებულია 8 კგ ჰეროინი, 1 კგ კოკაინი, 1.5 კგ MDMA და სხვა ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ შორისაა: 8 კილოგრამამდე ჰეროინი, 1 კილოგრამზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებენ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით", - აცხადებენ შსს-ში და აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გასაღების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარები