პრეზიდენტის გამოსვლა

მდინარაძე: პრეზიდენტი გუშინ პარლამენტიდან გაექცა კითხვებს, დღეს დებატებს გაექცა

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან,  გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. დღეს ის გაექცა დებატებს, იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე. მგონი, ვინც ადევნებს ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს, ვრცელი განმარტება მისთვის საჭირო არ არის. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან სამწუხაროა, გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან,  გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. დღეს ის გაექცა დებატებს, იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე, ამიტომ მან დღეს უარი თქვა ამ დებატებზე. ეს იმას მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ხუთი წლის თავზე, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პრეზიდენტისა, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს თავისი საქმიანობის შესახებ, მას არ უნდა ამ თემაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის უარზე უმრავლესობის მეირ შეთავზებულ დებატებზე. უმრავლესობამ პრეზიდენტს დღეს სატელევიზიო დებატები შესთავაზა, რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა, რომ უმრავლესობის შეთავაზება სატელევიზიო დებატებზე უღირსი და არასერიოზულია.

კომენტარები