კრიმინალი

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა იპოვეს

flickr

თბილისში, ქსნის ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა იპოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ facebook-ის ერთერთმა მომხმარებელმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს. 

კომენტარები