აშშ-ჩრდილოეთ კორეა

მაიკ პომპეო ფხენიანს კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დასაგეგმად ეწვია

Reuters

გავრცელებული ინფორმაციით, CIA-ს ყოფილი დირექტორი და აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მართავს შეხვედრას.

ამერიკული მედიის მიხედვით ვიზიტი მომდევნო თვეს კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის შეხვედრის დაგეგმვას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა 13 მარტს სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონი მაიკ პომპეოთი ჩაანაცვლა. სენატი პომპეოს პოსტზე ოფიციალურად სავარაუდოდ მომდევნო კვირებში დაამტკიცებს.

მიმდინარე თვის ბოლოს უნდა შედგეს შეხვედრა კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს შორის.

კომენტარები