რამდენიმე დეპუტატის მხრიდან იყო შეცდომა დაშვებული, მათ შორის, განცხადებების გაკეთების დროს. თუნდაც [გედევან ფოფხაძე], იმიტომ, რომ მან ძალიან იჩქარა, როცა იმ განცხადებას აკეთებდა, რომელიც გააკეთა.
tbl.ge/2vdh
დაკოპირდა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე გედევან ფოფხაძის განცხადებას ეხმაურება. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია, გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა, "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმა კი კაკაბაძისთვის ხმის მიცემისთვის საჯაროდ ბოდიში მოიხადა. დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ შეხვდა ფოფხაძეს და სთხოვა, არ დაეტოვებინა საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეპუტატის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა.
ამავე თემაზე
- მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება
- კობახიძემ მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა
- მდინარაძე შს მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის ჭორი!
- მდინარაძე: 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან
- მდინარაძე: მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, ჩვენი აქტივის გაკავება გვიწევს - მიგვიშვითო




