მშენებლობა

ცენტრ-პოინტის დაუსრულებელი მშენებლობები შესაძლოა m2-მა დაასრულოს

facebook.com/pg/m2RealEstate

დღეს კომპანია "m2 უძრავ ქონებასა" და "ცენტრ-პოინტს" შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, თუ 6 თვის ვადაში ცენტრ-პოინტი გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, m2 "ცენტრ-პოინტის" დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში მათ დაასრულებს.

m2-ის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიად მოგვევლინება, რომელსაც ცენტრ-პოინტი დაიქირავებს. სანაცვლოდ კი ცენტრ-პოინტი m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს. რაც შეეხება დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობას - ეს საკითხი ცენტრ-პოინტის პრეროგატივად დარჩება.

"ცენტრ-პოინტის თხოვნით ჩვენ შევიმუშავეთ ამ უმწვავესი სოციალური პრობლემის გადაჭრის გეგმა, რომელიც ჩვენი კომპანიის, ცენტრ-პოინტისა და სახელმწიფოს მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობას მოითხოვს. ეს პროექტი ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველია ფინანსური კუთხით, მაგრამ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოაციალური კაპიტალის დაგროვების თვალსაზრისით. m2-ს სურვილი აქვს დაეხმაროს დაზარალებულ ოთხი ათას ოჯახს, საზოგადოებას, კომპანია ცენტრ-პოინტსა და სახელმწიფოს ამ მრავალწლიანი და მრავალშრიანი პრობლემის მოგვარებაში" - აცხადებს m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.

კომენტარები