მშენებლობა

რა ზომისაა საქართველოს სამშენებლო სექტორი - სტატისტიკა

Reuters

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს სამშენებლო სექტორში გააქტიურებაა. საქსტატმა დღეს 2018 წლის პირველ ნახევარში დამთავრებული ობიექტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ოფიციალური რიცხვების მიხედვით, აშენებული ობიექტების საერთო ფართობია 928 ათასი კვადრატული მეტრი, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით ნაკლებია. 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი 2016 წელს აშენდა, ამ წელს დამთავრებული ობიექტების საერთო ფართობმა 2.4 მილიონი კვადრატული მეტრი შეადგინა.

რომელ რეგიონებში შენდება ყველაზე მეტი?

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით აშენებული პროექტების ფართობს, მისი 29% თბილისშია თავმოყრილი, მეორე ადგილზე 16%-ით კახეთი მოდის. 

  • თბილისი - 29%
  • კახეთი - 16%
  • ქვემო ქართლი - 11%
  • მცხეთა-მთიანეთი - 9.7%
  • იმერეთი - 8.1%
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 8%
  • შიდა ქართლი - 5.8%
  • სამცხე-ჯავახეთი - 4.7%
  • აჭარა - 4%
  • გურია - 2.2%

2018 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 10%-ით გაიზარდა და მან $69 მილიონ დოლარს მიაღწია. 2017 წლის მეორე კვარტლის ინვესტიციების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია კი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მთავრობამ სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით, 2020 წლამდე დღგ-სგან გაათავისუფლა 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე დაწყებული და შემდეგ შეჩერებული პროექტების განვითარება.

კომენტარები