მდინარაძე: პრეზიდენტის მემორანდუმთან გირგვლიანის შესწორებები არაფერ შუაშია

მემორანდუმთან, რომელიც შეეხება 2005-12 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვას, არაფერ შუაშია "გირგვლიანის შესწორებები". რატომ თქვა ასე პრეზიდენტმა, თავად მას უნდა კითხოთ. ფაქტია, რომ სხვადასხვა თემებზეა საუბარი.

თავის მხრივ გირგვლიანის შესწორებები, რომელიც უკვე დაარეგისტრირა ჩვენმა ფრაქციამ და ხვალინდელ ბიუროზე გავა, შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულების პრევენციას და ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. მეორე მხრივ, ის არის მართლმსაჯულების ხელშეუვალობის ძალიან მაღალი გარანტია. გარანტია იმისა, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ქმედებების ჩადენა

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან დევნილად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას უზრუნველყოფს, რაც პირს შესაძლებლობას მისცემს, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება აღიდგინოს

კომენტარები