ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ზურაბ ალავიძის გადადგომას არ ადასტურებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე
ტაბულა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას ზურაბ ალავიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, ალავიძე დღეს თანამდებობას დატოვებს. 

ალავიძე მინისტრი 2016 წლის 11 ნოემბერს გახდა, მან ამ პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილი ჩაანაცვლა. იქამდე ალავიძე კანცელარიაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 

ალავიძე 2011-2016 წლებში "დარიალი ენერჯის" გენერალური დირექტორი იყო.

იმედის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძეს მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს. 

კომენტარები