ცნობილი ადამიანები

"უბრალოდ, ახლა მსუქანი ვარ" - დრიუ ბერიმორის პასუხი ქალს, რომელსაც ის ორსულად ეგონა

usmagazine.com

43 წლის დრიუ ბერიმორმა, ჯეიმს კორდენის შოუში, შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მასთან უცნობი ქალი მივიდა და მსახიობი ორსულად ეგონა.

ბერიმორის თქმით, მას ნეტფლიქსის შოუსთვის, The Santa Clarita Diet-ისთვის, დეიტაზე ყოფნა უწევს და ეს პროცესი ეზიზღება.

"მოდით, პირდაპირ ვიტყვი - მეზიზღება ეს პროცესი. მირჩევნია მთელი დღეების განმავლობაში პეტუჩინი ალფრედო ვჭამო" - თქვა დრიუ ბერიმორმა.

მსახიობმა ასევე მოყვა ისტორია, როდესაც მას უცნობმა ქალმა კითხა, ორსულად იყო თუ არა.

"ქალმა გამაჩერა და მითხრა, რომ მე ბევრი ბავშვი მყავდა, რაზეც ვუპასუხე, რომ ყველა ჩემი არ არის და მხოლოდ ორი შვილი მყავს. უცნობმა ქალმა ამაზე მიპასუხა, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ მე კვლავ ორსულად ვიყავი. მე მას შევხედე და ვუთხარი - "ახლა, უბრალოდ მსუქანი ვარ" და რესტორნისკენ გზა გავაგრძელე" - თქვა დრიუ ბერიმორმა.

კომენტარები