ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი: ბაბუაჩემი, სპირიდონ პუტინი ლენინის და სტალინის მზარეული იყო

bloomberg.com

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ სოციალურ მედიაში გავრცელებულ დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით "პუტინი" ანდრეი კონდრაშოვთან ინტერვიუში თქვა, რომ მისი ბაბუა, სპირიდონ პუტინი ლენინის და სტალინის მზარეული იყო.

"[სპირიდონ პუტინი] ლენინის და შემდეგ სტალინის მზარეული იყო, მოსკოვის მახლობლად ერთ-ერთ აგარაკზე." თქვა პუტინმა 2-საათიან დოკუმენტურ ფილმში.

ანდრეი კონდრაშოვი პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის სპიკერად იანვარში დაინიშა. მისი თქმით სპირიდონ პუტინი საბჭოთა კავშირის ლიდერებისთვის მზარეულობას 1965 წელს 86 წლის ასაკში გარდაცვალებამდე განაგრძობდა.

დოკუმენტურ ფილმში პუტინმა ასევე თქვა, რომ 2014 წელს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა, რადგან ინფორმაცია ჰქონდა, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო და მის სამიზნეს სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია წარმოადგენდა.

"მე მითხრეს: თვითმფრინავი, რომელიც უკრაინიდან სტამბულში მიფრინავდა აიღეს და გამტაცებლები სოჭში დაჯდომას მოითხოვენ."

ფილმში ნათქვამია, რომ პეგასუსის ბოინგ 737-800-ის პილოტმა, რომელიც კრაკოვიდან სტამბულში მიფრინავდა გადმოსცა, რომ მგზავრებს ბომბი ჰქონდათ და თვითმფრინავს გეზი სოჭისაკენ უნდა აეღო.

დოკუმენტური ფილმის მიხედვით თვითმფრინავში 110 ადამიანი იყო, ხოლო გახსნის ცერემონიაზე 40,000 ადამიანი იყო შეკრებილი.

"მე ვუთხარი [უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს]: იმოქმედეთ გეგმის მიხედვით." პუტინის თქმით გეგმას თვითმფრინავის ჩამოგდება წარმოადგენდა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თავად ოლიმპიური თამაშების გახსნაზე წავიდა, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ცრუ განგაში იყო, რომელიც თვითმფრინავის მთვრალმა მგზავრმა გამოიწვია.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილი სიმართლეს შეესაბამება.

კომენტარები