რუსეთის საპატრიარქო

რუსეთის პატრიარქმა Instagram-ზე ანგარიში "პატრიარქის დღე" შექმნა

2 დღის წინ ფოტოებისა და ვიდეოებისათვის განკუთვნილ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ახალი ანგარიში "პატრიარქის დღე" გამოჩნდა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ეკუთვნის. 

RIA-სთან საუბრისას რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურმა ალექსანდრ ვოლკოვმა თქვა, რომ ამ ანგარიშზე პატრიარქის "მოულოდნელი" და არაფორმალური ფოტოები გამოქვეყნდება. 

"მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე ყველა ფოტო და ვიდეო ვერ ხვდება, პატრიარქის მოღვაწეობის ბევრი მომენტი კადრს მიღმა რჩება. საინტერესო, არაფორმალური ფოტოები და ვიდეო რგოლები Instagram-ზე გამოჩნდება,"- ამბობს ვოლკოვი. 

Instagram-ის ანგარიშზე უკვე 2 ფოტო და 1 ვიდეო რგოლი გამოქვეყნდა. ვიდეოში ასახულია როგორ ემზადება პატრიარქი კირილე ინტერვიუსთვის ერთერთ ტელევიზიასთან. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის პატრიარქი სოციალურ ქსელებში ჩნდება. 2015 წელს ის რუსეთში ყველაზე პოპულარულ ВКонтакте-ზე დარეგისტრირდა და ამ დროისთვის მას უკვე 400 000-ზე მეტი ფოლოუერი ჰყავს. 2018 წლის თებერვალში კი ქსელში გამოჩნდა "Матушка онлайн" [დედილო ონლაინ], რისი მიზანიც მღვდელმსახურების ცოლების გაერთიანებაა. 2011 წლიდან ასევე ფუნქციონირებს "Батюшка-онлайн" ["მამაო" ონლაინ], სადაც რუსეთის საპატრიარქოში მოღვაწე მღვდლები მრევლის წევრებს ონლაინ რეჟიმში პასუხობენ. 

კომენტარები