ჰარვი ვაინშტაინი

ოსკარის დაჯილდოების წინ ჰოლივუდში ვაინშტაინის ქანდაკება გამოჩნდა

AFP

ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონიის წინ ჰოლივუდში ჰარვი ვაინშტაინის ქანდაკება გამოჩნდა.

ოქროსფერ ქანდაკებას „სავარძელი კასტინგისთვის“ ჰქვია და ის ვაინშტაინს სავარძელზე მჯდარს, მოღეღილი ხალათითა და ხელში ოსკარის ქანდაკებით წარმოგვიდგენს.


ფოტო: http://variety.com

ABC-ის ცნობით, სკულპტურის ავტორები ლოს ანჯელესის სტრიტ არტისტები Plastic Jesus და ჯოშუა მონრო არიან. მათი თქმით, ქანდაკების დამზადებას ორი თვე დასჭირდა და ის შემოწირულობებით დაფინანსდა.

ქანდაკება დოლბის თეატრის მახლობლად დგას, სწორედ იქ, სადაც 4 მარტს კინოაკადემიის დაჯილდოება გაიმართება.


ფოტო: AFP

გავლენიან პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს 80-მდე ქალი, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავები, სექსუალურ ძალადობაში, ხუთი კი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

კომენტარები