NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ადმინისტრაციული ხარჯები

გუბერნატორების ადმინისტრაციების გაზრდილი ხელფასები, საწვავის ხარჯები - TI-ის კვლევა

ხუთშაბათი, 1 მარტი, 2018 - 12:51
iStockPhoto
tbl.ge/2t37
დაკოპირდა
TI
TI
TI
TI
TI
TI
TI
TI
TI
TI
TI
TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გუბერნატორის ადმინისტრაციების მიერ 2017 წელს გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელთან შედარებით, ხარჯების კლების ტენდენცია იკვეთება, თუმცა ეს არ ეხება ხელფასებსა და საწვავზე დანახარჯებს.

"შარშანდელის მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებლით კვლავაც პირველ ადგილზეა და ასევე, ლიდერობს გახარჯული საწვავის კუთხითაც; პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა კახეთის ადმინისტრაციამ გასცა; რესტორნისა და კვების მომსახურებაზე კი ყველაზე მეტი ხარჯი იმერეთის ადმინისტრაციამ გასწია", - აცხადებენ ორგანზიაციაში.

ტაბულა გთავაზობთ TI-ის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკებს სახელმწიფო რწმუნებულების მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ:

 

TI-ის ინფორმაციით, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატების ჯამური რაოდენობა 276 020 ლარით არის შემცირებული. რაც შეეხება ხელფასს, ამ შემთხვევაში, წინა წელთან შედარებით, 101 354 ლარით მეტი გაიცა;

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2017 წელს სამხარეო ადმინისტრაციებმა 97 730 ლარით მეტი ღირებულების საწვავი შეიძინეს. 7 ათასი ლარით შემცირდა სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯები, მივლინებებზე გაწეული ხარჯი კი, წინა წელთან შედარებით, 33 240 ლარით არის შემცირებული.

შრომის ანაზღაურება:

  • 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა შემცირებულია: 2016 წელს 1 363 948.61 ლარი (პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი კი - 968 511.61 ლარი), 2017 წელს კი გაცემული პრემიისა და დანამატის ოდენობამ ჯამში 1 087 928 ლარი შეადგინა (პრემია - 255 357 ლარი, დანამატი - 832 570.7 ლარი), რაც 276 020.61 ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;
  • 2016 წლის მსგავსად, სახელფასო დანამატი, 2017 წელსაც, ყველა ადმინისტრაციაში ყოველთვე გაიცემოდა;
  • 2017 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 53 050 ლარის ოდენობით  კახეთის ადმინისტრაციაში გაიცა;
  • 2017 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში - 183 677 ლარის ოდენობით. 2016 წელს გაცემული სახელფასო დანამატის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაა (204 183.11 ლარი);
  • აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გაცემული სახელფასო დანამატის ოდენობა, 2016 წელთან შედარებით, ყველა ადმინისტრაციაში შემცირებულია. შემცირებულია ასევე გაცემული პრემიის ოდენობები. გურიის ადმინისტრაციაში გაიზარდა გაცემული პრემიის და დახმარების ოდენობა - 2017 წელს 47 905 ლარი გაიცა, 2016 წელს კი 33 510 ლარი.
  • 2017 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემია კი მხოლოდ შემდეგმა გუბერნატორებმა აიღეს: გრიგოლ ნემსაძე - ქვემო ქართლის გუბერნატორი (2 065 ლარი); მერაბ ჭანუყვაძე - გურიის გუბერნატორი (2 950 ლარი); ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის გუბერნატორი (2 950 ლარი); კახა სამხარაძე - შიდა ქართლის გუბერნატორი (2 950 ლარი), აკაკი მაჭუტაძე - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი (2 950 ლარი).

საწვავი:

  • TI-ის განცხადებით, იმერეთის ადმინისტრაციამ არ მიაწოდა ინფორმაცია 2017 წელს შესყიდული საწვავის ოდენობის (ლიტრაჟის) შესახებ, შესაბამისად კვლევაში შესყიდული საწვავის ოდენობის შესახებ მონაცემი არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი;
  • იმერეთის გარდა, სხვა ადმინისტრაციების მიერ შესყიდული საწვავის მთლიანმა რაოდენობამ 258 195 ლიტრი შეადგინა;
  • 2017 წელს ადმინისტრაციების მიერ შესყიდული საწვავის ჯამურმა ღირებულებამ კი 486 169 ლარი შეადგინა;
  • ყველაზე მეტი მოცულობის თანხა საწვავის შესაძენად სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში იქნა გახარჯული, მისმა მოცულობამ 86 722 ლარი შეადგინა, რითაც 47 458 ლიტრი საწვავი (ბენზინი, დიზელი) იქნა შეძენილი;
  • გუბერნატორებისათვის თვის მანძილზე განსაზღვრული საწვავის ლიმიტი განსხვავებულია და იგი 500 ლიტრიდან 1 500 ლიტრამდე მერყეობს, იმერეთის გუბერნატორს კი საწვავის კონკრეტული ლიმიტი არ აქვს დაწესებული;
  • გუბერნატორებს შორის საწვავის ყველაზე დიდი ლიმიტით (ერთ თვეზე საშუალოდ 1 500 ლიტრი) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სარგებლობს, შესაბამისად, მის მიერ 2017 წლის განმავლობაში 14 356 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული, რაც 3 434 ლიტრით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან (17 790 ლიტრი) შედარებით.

სატელეკომუნიკაციო და სამივლინებო ხარჯები:

  • სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში სატელეფონო კომუნიკაციებზე 2017 წელს 27 101.55 ლარი გაიხარჯა, თუმცა აღნიშნული მონაცემი არ არის სრული, რადგანაც შიდა ქართლის ადმინისტრაციამ TI-ს ინფორმაცია მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციებზე დაწესებული ლიმიტების შესახებ მიაწოდა. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თანამშრომელთა მივლინებებს, 2017 წელს 60 727.97 ლარი გაიხარჯა.

რესტორნისა და კვების მომსახურების ხარჯები:

  • რესტორნისა და კვების მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა რვა ადმინისტრაციაში ჯამურად 32 635 ლარი შეადგინა; ამ მონაცემში არ არის ასახული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციის დანახარჯები, ვინაიდან ადმინისტრაციამ TI-ის ინფორმაცია არ მიაწოდა;
  • რესტორნისა და კვების მომსახურებაზე ხარჯები არ გაუწევიათ სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციებს;
  • ყველაზე მეტი ხარჯი კი რესტორნისა და კვების მომსახურებაზე იმერეთის ადმინისტრაციამ გაიღო, ჯამში 13 866 ლარის ოდენობით, შემდეგი კი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია მოდის - 11 660 ლარი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით, გაცემული პრემია-დანამატებისა და საკომუნიკაციო ხარჯების მოცულობები შემცირება მისასალმებელია, თუმცა, ამის მიუხედავად, ცალკეული თანამდებობის პირებზე დანამატების ყოველთვიურად გაცემის პრაქტიკა პრობლემურ საკითხად რჩება.

"სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები გაიცემოდა მთელი წლის განმავლობაში, დასაბუთების გარეშე, რაც დანამატების გაცემის პრინციპის შეუსაბამოა და შეიძლება ითქვას, რომ უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს. ჩვენი შეფასებით, ეს პრაქტიკა არ არის გამართლებული და აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სათანადოდ დასაბუთდეს დანამატის გაცემის აუცილებლობა და მიეთითოს ის კრიტერიუმი, რომლის თანახმადაც ხდება საჯარო მოხელეზე დანამატის გაცემა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

TIგუბერნატორებისახელმწიფო რწმუნებულებიადმინისტრაციული ხარჯებისაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 8 აპრილი, 2021 - 12:34TI: პანდემიის წელს რწმუნებულის ადმინისტრაციებში ხელფასები 49 459 ლარით გაიზარდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ოკუპირებული ცხინვალი "შეშფოთებას" გამოთქვამს გოლოევის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებაზე
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 17:04

ოკუპირებული ცხინვალი "შეშფოთებას" გამოთქვამს გოლოევის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებაზე

შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები BOG-ში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად (რ)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 16:00

შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები BOG-ში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად (რ)

სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა არ მოხდეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი თავდასხმები - პესკოვი
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:53

სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა არ მოხდეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი თავდასხმები - პესკოვი

უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობქარხანას "ნეპტუნის" სარაკეტო სისტემით დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:50

უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობქარხანას "ნეპტუნის" სარაკეტო სისტემით დაარტყა

საჭიროებს დეტალურ ანალიზს და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას - სარჯველაძე დიუშენზე
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:27

საჭიროებს დეტალურ ანალიზს და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას - სარჯველაძე დიუშენზე

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში