მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა

ტაბულა

ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა უთხრა, რომ ბიჭს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და ოპერაციის ჩატარება ვერ მოხერხდა.

ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა და #70 საჯარო სკოლის 6 მოსწავლეს დაეცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები