ტატუნაშვილის საქმე

გახარია ტატუნაშვილზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა მალე დასრულდეს

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ესტუმრა.

გახარიამ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს ტრაგიკული მოვლენა მალე დასრულდეს.

"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა და ტრაგედია ერთი კონკრეტული ოჯახის და მთელი ქვეყნის, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ." - თქვა გახარიამ.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები