ქართული ოცნება

აშშ-ის დაზვერვა: ოცნება კვლავ შეეცდება ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების კონცერტზე
facebook.com/KvirikashviliOfficial

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ანგარიშში, რომელიც გუშინ, 13 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოზეცაა საუბარი. მათი პროგნოზის მიხედვით, ქართული ოცნება კვლავაც შეეცდება, რომ ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს. 

"მმართველი პარტია, ქართული ოცნება, როგორც ჩანს, კვლავ შეეცდება ოპოზიციის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებას და თავის ძალაუფლებაზე ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას,"- წერია ანგარიშში. 

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება

"რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის განგრძობითი ოკუპაცია და დასავლეთთან ინტეგრაციის ხელის შეშლა თბილისის დაუცველობის მთავარ წყაროდ რჩება" - ნათქვამია დენიელ კოუტსის ანგარიშში სახელწოდებით "აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება". 

კომენტარები