ვალენტინობის დღე

წყვილის მე-60 ვალენტინობა მოხუცთა თავშესაფარში

Independent.co.uk

83 წლის ბარბარა და 84 წლის ბარი კილინგები ერთად მე-60 ვალენტინობის დღეს ხვდებიან.

ბარბარას თქმით, წყვილი დღემდე ერთად სადილობს, არასდროს იძინებენ ნაჩხუბრები და ყოველთვის, დღეში მინიმუმ ერთი საათით მაინც სეირნობენ. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი მიზეზია მათი დიდ ხნიანი ურთიერთობისა.

ბარბარა და ბარი ერთმანეთს 1958 წელს, ბირმინგებში შეხვდნენ და იმავე წელს იქორწინეს.

წყვილი ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, სადაც თავიანთ მე-60 ვალენტინობის დღეს ერთად ხვდებიან.

"ეს იყო სიყვარული პირველი დანახვით. მაგ დროისთვის მე კაცებთან პრობლემები მქონდა, ამიტომ მეგონა, რომ ურთიერთობები აღარ მექნებოდა. შემდეგ ბარის შევხვდი - ის ძალიან მომხიბვლელი და ზრდილობიანი ადამიანი იყო. იმავე ღამეს დედაჩემს დავურეკე და ეს ამბავი მოვუყევი." - თქვა ბარბარამ Independent-თან საუბრისას.

კომენტარები