TCH.ua-ს ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან პოლონეთში უკვე გაამგზავრეს. ტელეარხი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩარტერული რეისი კიევის დროით 16:00-ზე გაფრინდა.
ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ТСН.uа-სთან საუბარში ამბობს, რომ "ამას ჰქვია რეადმისია - არალეგალის დაბრუნება იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდა". მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.
ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს დააკავეს. unian-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანებს, ვინც სააკაშვილი დააკავა, "სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის" ფორმები ეცვათ. რესტორანში შევარდნის ვიდეო მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ სააკაშვილის დაკავებასთან არაფერ შუაში არიან. უწყების პრესსპიკერის, ლარისა სარგანის თქმით, "ყველა მოქმედება, რაც ახლა მიმდინარეობს, მათი კომპეტენციის მიღმაა".





