ჭერის ჩამოვარდნა ვარკეთილის მეტროში

კალაძე ვარკეთილზე: მიხარია, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი

ბოლო მონაცემებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანი თავს უკეთ გრძნობს და მინდა, თითოეულ მათგანს ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მოხარული ვარ, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი, თუმცა ფაქტი, რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. თითოეული ჩვენგანი გამოძიებას ველოდებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. გუშინ ახალგარემონტებულ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაზარალდა

კომენტარები