NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მოდა

თაკო ჩხეიძე: გოგომ დემნას ჩურჩხელა გადასცა, დედამ საქართველოდან გამოგიგზავნაო 

კვირა, 21 იანვარი, 2018 - 22:45
tbl.ge/2qml
დაკოპირდა

მოდელი და მოდის ჟურნალ ნარგისის მთავარი რედაქტორი თაკო ჩხეიძე პარიზის მოდის კვირეულზე დემნა გვასალიას ბრენდის, VETEMENTS-ის ჩვენებას დაესწრო, მან ინსტაგრამზე ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ის და დემნა გვასალია ჩურჩხელას მიირთმევენ. ჩხეიძემ ჟურნალ ნარგისის საშუალებით ჩვენებაზე და კულისებში არსებული ვითარება აღწერა. 

"როდესაც VETEMENTS-ის ჩვენების მოსაწვევი მივიღე, უკვე ძალიან შთამბეჭდავი და ორიგინალური იყო. ეს გალხდათ ძალიან გრძელი VETEMENTS-ის გადახდის ქვითარი, სადაც მითითებული იყო ჩვენების დრო, ადგილი და მოწვეული სტუმრის სახელი და გვარი. ჩვენება პარიზის ცენტრიდან მოშორებით ძალიან ლამაზ ფლი მარკეტზე გაიმართა, სადაც საოცარი ვინტაჟური ნივთები იყიდებოდა, მათ შორის შანელის სამკაულები, ლამაზი ჭაღები და სხვა. პატარ-პატარა მაღაზიებს შორის არსებული სივრცე RUNWAY-დ იყო გადაკეთებული. შევხვდი არაერთ ცნობილ სახეს, რედაქტორსა თუ ინფლუენსერს.

ჩემთან ერთად იყო დემნას და გურამის მამა, ბატონი გურამ გვასალია, რომელიც ძალიან გულშემატკივრობს თავის შვილებს. ბევრი ვისაუბრეთ მათ ბავშვობაზე, სტუდენტობაზე და ახლანდელ მოღვაწეობაზე. ძმებს - დემნას და გურამს მართლაც საოცარი ტანდემი აქვთ. დემნა სუპერ კრეატიული, ნიჭიერი დიზაინერია, გურამი კი ბიზნესს მიმართულებით ძალიან ჭკვიანი. ერთად მათ შეძლეს ის, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სწორედ მათი ბრენდი VETEMENTS-ია. ჩვენებას მოდის ინდუსტრიაში გავლენიანი სახეები, ცნობილი ადამიანები, რედაქტორები და ბაიერები ესწრებოდნენ.

მიხარია, რომ ჩვენი ამდენი ხნის ურთოერთობა ესე კარგად გრძელდება. კარგად მახსოვს, როდესაც პირველად თბილისის მოდის კვირეულის დამწყები დიზაინერების კონკურსზე დემნა მოვიწვიე ერთ-ერთი ჟიურის წევრად. მას შემდეგ ჩვენი მეგობრობა გრძელდება. ჩვენების შემდეგ რათქმაუნდა Backstage-ში შევედი, დემნას მივულოცე ესეთი წარმატებული ჩვენება და ბევრი ვისაუბრეთ ქართულ მოდაზე, თბილისის მოდის კვირეულის წვლილზე ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებაში, დემნას და გურამის წარმატებული სახელის ხელშეწყობამ ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციაში.

კულისებში ერთმა ქართველმა გოგომ ჩურჩხელა გადასცა დემნას, უთხრა დედამ საქართველოდან გამოგიგზავნაო. ყველას ეგონა, რომ ჩურჩხელა მე ჩავუტანე. დემნამ გვიწილადა ქართული ნუგბარი და Backstage-ში შემოსული პრესის წარმომადგენლები გაოცებულები გვიყურებდნენ თუ როგორ მივირთმევდით ჩურჩხელას. ვულოცავ კიდევ ერთხელ მათ ასეთ დიდ წარმატებას და მიხარია და ვამაყობ, რომ დემნა და გურამ გვასალიები ქართველები არიან!" - წერს თაკო ჩხეიძე. 

მოდამოდის ინდუსტრიადემნა გვასალიათაკო ჩხეიძეპარიზის მოდის კვირეული 2018

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2020 - 17:12მარკ ჯეიკობსმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ჩვენება გამართა - ფოტოები
  • ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2020 - 18:59პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ვალენტინოს ჩვენება გაიმართა - ფოტოები
  • ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2020 - 17:18ჟან-პოლ გოტიემ კარიერის უკანასკნელი ჩვენება ჩაატარა - ფოტოები
  • ოთხშაბათი, 8 იანვარი, 2020 - 13:32მოდის ოქროს ხანა ჰარი ბენსონის ობიექტივში (PHOTOS)
  • პარასკევი, 22 ნოემბერი, 2019 - 16:28Kesha ქართველი დიზაინერის Davidsnow-ს სათვალით

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕