ვითარება საავტომობილო გზებზე

მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება გაჩერების გარეშეა შესაძლებელი, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გვირაბებში მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტო ტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებს კი გადაადგილება ცალმხრივად შეუძლიათ. 

აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს შუადღეს აღდგა - მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. 

კომენტარები