ვითარება საავტომობილო გზებზე

რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შეზღუდვები.

შეზღუდვები დაწესებულია შემდეგ მიმართულებებზე:

ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

კომენტარები