მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი პატიმრობის მისჯაზე: ჩვენი შესაწყალებლები გახდებიან ეს საწყლები

ამ განაჩენს დასცინის ყველა. ეს არის განაჩენი, რომელიც შევა მსოფლიოს მართლმსაჯულების პრაქტიკაში, როგორც დაცინვა თვითონ მართლმსაჯულების იდეის. ყველა დასცინის. უფრო მეტიც, ეს არის ის პრეცედენტი, რომელზეც იმ ხალხს, რომელიც ამაში მონაწილეობს, მოუხდება პასუხის გაცემა. ჩვენი შესაწყალებლები გახდებიან ეს საწყლები მართლა, ვინც ეს გააკეთა. 

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის საქართველოში პატიმრობის მისჯაზე ტელეკომპანია იმედის ეთერში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ეს პირველი განაჩენია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

კომენტარები