ავტოავარია

ავტოავარია ხობში - დაიღუპა 1 და დაშავდა შსს-ს ხუთი თანამშრომელი

flickr

ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტომანქანა ავარიაში მოყვა. შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, ხუთი პირი კი, დაშავდა. ერთი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვის სუნთქვაზე იმყოფება.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეს პროკურატურა იძიებს.

კომენტარები