ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინც ჰარისა და მეგან მერკლის ქორწილი 2018 წლის 19 მაისს დაინიშნა

DOMINIC LIPINSKI /PA

პრინცი ჰარისა და მეგან მერკლის ქორწილი 2018 წლის 19 მაისს დაინიშნა. ინფორმაცია სამეფო ქორწილის შესახებ კენსიგტონის სასახლემ თვითერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

"მისი უმაღლესობა პრინცი ჰარი და მეგან მერკლი 2018 წლის 19 მაისს დაქორწინდებიან. ცერემონია უინძორის სასახლეში გაიმართება"- ნათქვამია პოსტში.

პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მერკლი 2017 წლის ნოემბერში, ლონდონში დაინიშნენ.

კომენტარები