ვარდების მოედანზე ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ:
- პარლამენტმა დაჩქარებულ რეჟიმში, 2017 წლის ბოლომდე დაამტკიცოს ნარკოტიკების ლიბერალიზაციის კანონპროექტი, რომელიც თვეებია, საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირებულია.
- დაიწყოს პოლიციის რეფორმა, ვინაიდან ამის გარეშე ნარკოპოლიტიკის შეცვლა შეუძლებელია
- პრეზიდენტმა ის პატიმრები შეიწყალოს, რომლებიც სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიან.