მიხეილ სააკაშვილის დაკავება

რადას დეპუტატი: სააკაშვილის დაკავება მისი ნეიტრალიზაციის მცდელობაა

როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სიმართლის თქმა დაიწყო პრეზიდენტის გარემოცვაში კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, ის სწრაფად გადაიქცა ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხედ. ის მოვლენები, რაც მის გარშემო ახლა ვითარდება, მისი ნეიტრალიზაციის მცდელობაა. მთავრობას მისი ციხეში ჩასმის ეშინია. მისი დეპორტაციაც არ სურთ იმიტომ, რომ არცერთი ქვეყანა არ თანხმდება ამ დამოკიდებულებას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან. მოიფიქრეს ასეთი სცენარი შიდა პატიმრობაში ყოფნის იმიტომ, რომ მათ ეშინიათ მისი სახალხო შეხვედრების. ის უკრაინის საუკეთესო ორატორია

მიხეილ სააკაშვილი არ უნდა დამალულიყო, მეჩვენება, რომ ეს მისი დანაშაულია. ის ღირსეულად უნდა წასულიყო და ეთქვა, ა, ბატონო, დამკითხეთ, მე არ ვიმალები, მაგრამ მაინც მისი უფლებები უნდა იყოს დაცული. ყველა ვარიანტში მას აქვს უფლებადამცველის ყოლის უფლება. მთავარია, რომ გამოძიება ჩატარდეს ყოველგვარი დარღვევების გარეშე. რაც შეეხება ისტორიას, რომელშიც ის გაეხვა, ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი პოლიტიკური ხრიკია

რადას დეპუტატი სერგეი ლეშენკო რუსთავი 2-თან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს

კომენტარები