არავის არაფრით ჩამოვუვარდებით - საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, ისე როგორც ეს ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. მაქვს ამბიცია იმისა, რომ ჩემი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს ევროპულ და ზოგადად, მსოფლიო ქალაქებს შორის. ამიტომ, ნამდვილად მიუღებელია ის აბსურდული განცხადებები, რაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ. კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გასულ წელს, საახალწლოდ ლონდონი ამ კომპანიამ მორთო. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე საუკეთესო და ლამაზი იყოს.
tbl.ge/2nwj
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე. ცნობისთვის, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიონ საახალწლო განათებებში დახარჯული მილიონების მიზნობრიობა. მისი მტკიცებით, მერიამ პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე საახალწლო ილუმინაციებში 3 მილიონი ლარი დახარჯა, ხელშეკრულება კი, იმ კომპანიას გაუფორმა, რომელიც იტალიაში, მილანშია რეგისტრირებული.
ამავე თემაზე
- კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე
- ისე წვიმდა, როგორც გარეთ, ვავალებ, აუდიტმა შეისწავლოს ავლაბრის მეტროს საკითხი – კალაძე
- ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება - მერია
- ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება - მერია
- თბილისის მერია მცირე და მიკრო ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას აფართოებს




