ბლოგი

დავით ჩხენკელი: მთავარი პრობლემა ჩხუბი და გალახვა გგონიათ? მთავარი ტერორია

მე რომ მე-8, მე-9 კლასში ვიყავი, დაახლოებით მაშინ გაჩნდა მანდატურის ინსტიტუტი. ყველამ ვიცოდით, სულ რომ ორს მესამის გაუპატიურებაზე თავზე დადგომოდა, მესამე უარყოფდა თვითონ.

დისკების მოსაპარად არ დადიოდნენ?

არ მიდიოდა ოქრო/ვერცხლის და ფულის ახევა?

მეორე კლასში ვიყავი, "ვზროსლი" მესამეკლასელი რომ პირველკლასელს ახსნევინებდა - "რა კაცი იყო".

ვინ მასწავლებელი ჩაერევა? ვინ ეტყვის მშობელს?

ვინ აუხსნის მთელი ამ ჯუნგლური სამყაროს კანონებს იმ ხალხს, რომლებიც საერთოდ გამოთიშული სხვა სამყაროს მცხოვრები ხალხია მათი თვალით?

მთავარი პრობლემა ჩხუბი და გალახვა გგონიათ? მთავარი ის ტერორია, რაც ამ მოჩვენებითი მანიფესტაციების ფონზე იმალება.

ყველა ამ სიბრტყეში ვიკვეთებოდით, ან სხვა გზა ვის რა ჰქონდა?

ქიუნეტის სქემასავით გარდამავალი ტერორი ყველასგან ყველაზე. მუშტის არავის ეშინია.

ბულინგი რაღაც მრგვალი და საყვარელი სიტყვაა, და ვერაფრით გამოხატავს იმას, რასაც ამბის თვითმხილველები გრძნობენ, რომ "ვერ ბოზდებიან". მათ უკან მთელი დამოუკიდებლად არსებული სამყარო დგას. ის, სადაც ბავშვებად არ ითვლებიან.

თქვენ არ იცით, იქ რა ხდება. არ იცით, რაზე წამსვლელები და რისი გამკეთებლები არიან ახლად ხმადაბოხებული ბავშვები. რა ამბები აქვთ ერთმანეთში, რაების განცდა და გადატანა უწევთ.

ძაან "ბაევიკ" ოთხმოცდაათიანელებსაც არცერთი წამით არ გეგონოთ რომ "რა უნდა გამოგაპაროთ" ბავშვმა.

შვილებს რომ სპორტზე ატარებთ, თავად ეკლესიურად ცხოვრობთ და თქვენი შვილი რო ვიღაც პატარებს "პადიეზდებში" გასართობად ცემს, მერე სახლში მოდის და გგონია - კაცად გეზრდება. ქვემდგომს, საცემს და დასაჩაგრს ყველა პოულობს.

ცემაც რა, წარტყმა-წამორტყმა, მუდმივი დემონსტრირება, თორემ რეალური ჩხუბი ბევრად იშვიათად თუ იქნება.

სკოლაა ჩემ სახლთან ძალიან ახლოს, უბანიც - ნახალოვკაა. ბევრ მოღიმარ პოზიტივმოქადაგეს შეძრავს ის სცენები, რაც აქ ყოველდღიური ჩვეულებრივობაა. სავსეა ჩემი სკვერი იმ 16-17 წლის "შანტრაბით", სკოლაში რომ ბავშვები არიან და სკოლის გარეთ "სუბოს" ჩალიჩობენ და "ბაითებზე" დარბიან. ფულს რომ აგროვებენ და ღამის ხუთ საათზე გარჩევები რომ არ მაძინებს.

ყველა ჩვენგანი დარიგებული ვყავდით "ვზროსლებს" და ვიცოდით კაიბიჭობა, "ვაჟკაცობა" და "მუჟიკობა" როგორ უნდა აგვეხსნა, ბოზებისთვის დედა რო უნდა მოგვეტყნა.

ძმაკაცს "რაპონტში" ედება "ატაშოლი", "შუტკაში" რა ტარდება და რა - არა. ვის პატივი უნდა სცე, ვის დაეხმარო, რითიც შეგიძლია და რა კითხვებზე არ ჩაიჭრა.

გერმანულის პირველი გაკვეთილი მესამე კლასში მქონდა, ეს ყველაფერი მანამდე ვიცოდი.
სალაპარაკო ენა ესაა. 

ნებისმიერი კონფლიქტი ან საუბარი ამ ფორმით მიდის. "პრიჩინა", "ატვეტი", "პასტუპკა", "ჩესტი", "დასტატაჩნა", "დასკანალნა", თემა, "ზვანოკი", "პაძეშკა", "ატმასკა", დაყენება, მიღება, მოთხოვნა, კუთვნილება, "თავანი" - რა გამოლევს.

ნებისმიერ თქვენგანს, განსაკუთრებით მშობლებს, გახსოვდეთ - ამის პირდაპირი მონაწილეა თქვენი შვილი.

ყველგან, ყველა უბანში და ყველა კლასში.

არ გეგონოთ სახლში თქვენი ხმაწვრილი ბავშვების შემხედვარეს, რომ ეს ყველაფერი არ იციან. 

არ გეგონოთ რომ ძაან პატარაა საამისოდ. 

და არ გეგონოთ რომ რამეს გაიგებთ, თუ რამე კონტროლსმიღმა გასული შემთხვევა არ მოხდა, ან თუ ბავშვმა თავად არ გადაწყვიტა.

სახლში არავინ არ მოვა და "თავნის" ფული მაქ დასადებიო, არ მოყვება.

დიდი ხანი არაა რაც სკოლა დავამთავრე.

ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად მახსოვს. 

შკოლნიკიც, სპორტსმენიც, მჩაგვრელიც და ჩაგრულიც, თუ ეკვეთებიან ერთმანეთს - საკომუნიკაციო ფორმა ჩაცუცქვა და ბაზარია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა იცის, ვის რა უნდა, ვინ როგორია - ყველაფერი მაინც ეგრე წყდება.

რახან მიმბაძველობაა და მასწავლებელს გაეცინება ხმაწვრილ მრგვალთვალა ბავშვზე, გგონიათ ბავშვთა სამყაროში ამას მნიშვნელობა აქვს?

ის დრო რომ აღარ არის, არ გეგონოთ, ახლა იები ხარობს. უბრალოდ, კალაშნიკოვი დანად გადაიმალა, თავნები - აჭარაზე ჩარიცხვად, შეტაკებები - ბაზრებად, ჯინსის წართმევა - აიფონის ყუთის ჩადებად და ადრე თუ ჩხუბი საქმეს ამთავრებდა, ახლა ჩხუბით იწყება. 

თემები, ნახვები.

როცა მე ახლა, 22 წლის ასაკში მიჭირს ხანდახან საკუთარი აზრის გატანა, არავინ არ მოიტყუოთ თავი. 

ვინმე ამ ჯოგში ინდივიდობას ითავებს? ვინმე გაბედავს და არ გაყვება "ძმაკაცს"?, ვინმე გამოვა გგონიათ ამ ბლატნოი როლიდან? არ ამიხსნია ან უბანში ან სკოლაში არაერთხელ, ღმერთის რაპონტში არ მწამს?

იმაზე ხო ძაან დარდობთ, თქვენი ნაშიერები შემთხვევით ცუდ წრეში არ მოხვდნენ, პიდარასტების დაცვაზე, უფლებებზე და ყლეობებზე რომ არ დაიწყონ ლაპარაკი? ჩოხა არავინ შეუგინოს? კაცი უნდა იყოს, პირველ რიგში.

იმას რა უჭირს, თემაზე თუ ძმაკაცს გაყვა და იქ ვიღაცეებთან რაღაცეები ხსნა. მთავარია - არასპრავედლივი ხელი არავის დაარტყას და მინუსში არავისთან დარჩეს. თუნდაც არაკაცი და ნაგავი, ოღონდ ამ მასკულინურ ამბავში ჩაჯდეს და ხალხს თავი არ აგინებინოს...

არავის, ვინც პატივს სცემს მსგავს ცხოვრებას, ღირებულებებს და იმას, რომ ამქვეყნად მარტო სახელი რჩება,არ ვუსურვებ, რომ ოდესმე საკუთარ თავზე დაატყდეთ ის შემზარავი შედეგი, რაც ასეთი წარსულის რომანტიზებამ შეიძლება გამოიწვიოს.

დროა მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ყლეობაა, ბოროტებაა და ძაან, ძაან მაგრად ტეხავს.
აბუქებ და აბნელებ და ეგრეც არაა და სიყვარულები ყველამ თავისთვის დაიტოვოს :)))

კომენტარები