ყოველთვის მიყვარდა რუსეთი, რუსი ხალხი და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. რუსი გულშემატკივრის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, მინდა მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო, ამის შესაძლებლობა ხშირად არ მაქვს, ამიტომ მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, წერილებისთვის, სიყვარულისთვის. მოხარული ვარ აქ ყოფნით. 1992 წლის შემდეგ, როცა რუსეთში პირველად ვიყავი, ქვეყანა ძალიან შეიცვალა, ის შესანიშნავია. ხანდახან მოვდივარ რუსეთში, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვიყავი სანქტ-პეტერბუგრში, ძალიან მომწონს აქაურობა.
tbl.ge/2m91
დაკოპირდა

განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მადრიდის რეალის მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა რუსეთის პირველ არხთან საუბრისას. ის ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებთან ერთად მოსკოვში იმყოფება, სადაც ის ბურთი წარადგინეს, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ. 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი სწორედ რუსეთში იმართება.
ამავე თემაზე
- ესპანეთის სასამართლომ კოცნის სკანდალის გამო ლუის რუბიალესი დააჯარიმა
- UEFA-მ საქართველო ალბანეთთან მატჩზე მომხდარი დარღვევების გამო €46 000-ით დააჯარიმა
- საქართველოს მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამო UEFA-მ ალბანეთის ნაკრები €35 000-ით დააჯარიმა
- ბერძენი ფეხბურთელი, ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა
- ტაჯიკეთის საფეხბურთო ნაკრებმა რუსეთთან თამაშზე უარი თქვა




