სერიული მკვლელობა

70 წლის იაპონელს, რომელმაც ქმარი და საყვარლები ციანიდით მოწამლა, სიკვდილით დასჯიან

JIJI PRESS/GETTY

70 წლის იაპონელ ქალს ჩისაკო კაკეჰის სამი ადამინის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯიან. საქმის მასალების თანახმად, კაკეჰიმ, მეტსახელად „შავმა ქვრივმა“, ქმარი და ორი საყვარელი ციანიდით მოწამლა. კიოტოს რაიონულმა სასამართლომ კაკეჰი დამნაშავედ სამ მკვლელობასა და ერთ მკვლელობის მცდელობაში ცნო.

პროკურორები მკვლელობების მოტივად ფულს ასახელებენ, რომელსაც ქალი დაქვრივების შემდეგ სადაზღვევო კომპანიიდან იღებდა. ამ გზით კაკეჰიმ 8,8 მილიარდი დოლარი იშოვა.

ჩისაკო კაკეჰი მსხვერპლად ასაკოვან ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე კაცებს ირჩევდა და არწმუნებდა მათ, რომ ციანიდი უკეთ გახდომაში დაეხმარებოდა. კაცებიც ციანიდის სასიკვდილო დოზას გაუცნობიერებლად, თავისივე ნებით იღებდნენ.

"შავი ქვრივის" უკანასკნელი მსხვერპლი 75 წლის ისაო კაკეჰი აღმოჩნდა. მათი ქორწინება სულ ერთ თვეს გაგრძელდა.

“შავ ქვრივს“ დემენციის (სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც აზიანებს მეხსიერებას, ფიქრის უნარს და სოციალურ უნარებს) დიაგნოზის მიუხედავად სიკვდილით დასჯიან.

კომენტარები