სერიული მკვლელობა

გერმანიაში ყოფილმა მედდამ 100 პაციენტის მკვლელობა აღიარა

გერმანიაში ყოფილმა მედდამ 100 პაციენტის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ BBC წერს. 

პროკურორის თქმით, 41 წლის ნილს ჰოგელმა სასამართლო პროცესის პირველივე დღეს თქვა, რომ 1999-2005 წლებში ორ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის დროს, სასიკვდილო ინექცია 100 პაციენტს გაუკეთა. 

პროკურორის თქმით, ჰოგელს თანამშრომლებზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა. 

ჰოგელი 2005 წელს დააკავეს. როდესაც მან პაციენტს ისეთი მედიკამენტი გაუკეთა, რომელიც გამოწერილი არ იყო და მისი მდგომარეობა დაამძიმა. 2008 წელს ჰოგელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

2014-2015 წლებში, განახლებული სასამართლო პროცესის დროს, ის კიდევ ორი პაციენტის მკვლელობასა და მკვლელობის ორ მცდელობაში დაადანაშაულეს. მის ყოფილ პაციენტებზე ანალიზის ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ ყველა სერიული მკვლელის მსხვერპლები იყვნენ. 

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა მედდამ უფრო მეტი მკვლელობა ჩაიდინა. 

კომენტარები