უძრავი ქონება

სან-ფრანცისკოში 58-სართულიანი ცათამბჯენი მიწაში იძირება და ცალ მხარეს იხრება

სან-ფრანცისკოში მდებარე 58-სართულიანი ცათამბჯენი Millenum Tower-ი მისი გახსნის დღიდან სტაბილური ტემპით ეფლობა მიწაში და ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებით იხრება. 2008 წელს მისი გახსნიდან დღემდე შენობა 43.18 სანტიმეტრით ჩაეფლო მიწაში და 35.56 სანტიმეტრით გადაიხარა.

შენობის გადახრა მასში მცხოვრები 1 000 ადამიანისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის, რადგანაც კონსტრუქციის საძირკველში არსებული ბოძები ათობით ბზარითაა დაფარული და მათ სპეციალური ტექნიკოსები ყოველდღიურად ამოწმებენ. შენობის გადახრამ მობინადრეთა ქონება ხუთჯერ შეამცირა, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრში "დახრილ კოშკში" ბინის შეძენა მხოლოდ და მხოლოდ $300 000-ად არის შესაძლებელი, თუმცა ადამიანები ბინების ყიდვას ერიდებიან.

სან-ფრანცისკოს დახრილი კოშკი

მობინადრეებმა დეველოპერის წინააღმდეგ არაერთი სარჩელი შეიტანეს, ისინი ზარალის ანაზრაურებას და შენობის შეკეთებას მოითხოვენ.

კონსტრუქციის ჩაფლობა არამყარ საფუძველზე ჩაყრილმა საძირკველმა გამოიწვია. რკინა-ბეტონის კონსტრუქციის სიმძიმის ქვეშ ნიადაგი ჩაეფლო. გეოლოგების შეფასებით, ინჟინრებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც შენობა მხოლოდ ფოლადის კონსტრუქციის ნაცვლად ბევრად მძიმე რკინა-ბეტონით ააშენეს. CBS-ის 60 წუთთან საუბარში გეოლოგები ამბობენ, რომ Millenum Tower-ი ბევრად უფრო ღრმა საძირკველზე უნდა აშენებულიყო.

კომენტარები