Doing Business

პრემიერი: Doing Business-ში მეცხრე ადგილზე დაწინაურება გატარებული რეფორმების შედეგია

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

"მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით საქართველო უმაღლეს ათეულში მოექცა. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა ყველას მივულოცო. ეს არის ასევე მიზანმიმართული, ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში იქნა გაწეული, ეს არის შედეგი, ძალიან ბევრი რეფორმის რომელიც გატარდა", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

Doing Business-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მეცხრე ადგილზეა. საქართველომ წინა რეიტინგთან შედარებით შვიდი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია. 

2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ახალი ზელანდია
  2. სინგაპური
  3. დანია
  4. კორეა
  5. ჰონგ-კონგი, ჩინეთი
  6. აშშ
  7. დიდი ბრიტანეთი
  8. ნორვეგია
  9. საქართველო
  10. შვედეთი

წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში დარჩა უცვლელი. 2018 წლის ანგარიშით არცერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა.

საქართველოს ქულები ასე გამოიყურება:

  • ბიზნესის დაწყება - 97.84 (ქულა გაუმჯობესდა 0.01-ით)
  • მშენებლობის ნებართვის მიღება - 77.57 (ქულა გაუმჯობესდა 0.02 ქულით)
  • ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 84.32 (შედეგი გაუმჯობესდა 0.55 ქულით)
  • მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - 81.67 (შედეგი გაუმჯობესდა 5.00 ქულით)
  • გადასახადების გადახდა - 87.14 (შედეგი გაუმჯობესდა 0.04 ქულით)
  • გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 55.59 (შედეგი გაუმჯობესდა 15.57 ქულით)

 

კომენტარები