თბილისში შესაძლებელი იყო მსგავსი რამ. მე, პირველ რიგში როცა რაღაც არ გამომდის, საკუთარ თავს ძალიან მწარედ მოვთხოვ ხოლმე პასუხს. აშკარად ჩემი ბრალი იყო, თბილისში 9 000-ით მეტი მხარდამჭერი რომ მოსულიყო, უფრო რომ გავამარტივოთ, უბანზე 15 კაცით მეტი რომ მოსულიყო ჩემს მხარდასაჭერად, დღეს გარანტირებულად მეორე ტური იქნებოდა. ჩემი ბრალი იყო, რომ მე ვერ მოვახერხე... ამ ქვეყნის უზარმაზარი პრობლემაა ნიჰილიზმი, რომ ადამიანებს არ სჯერათ. ეს დღეები მირეკავენ, მხვდებიან და მებოდიშებიან, რომ - "ნამდვილად მხარს გიჭერდით, მაგრამ [ვერ მოვედით] ამ მიზეზის გამო, იმ მიზეზის გამო, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ გვეგონა, მაინც არაფერი გამოვიდოდა"... 9 000-ით მეტი ხმა რომ მქონოდა, გარანტირებული მეორე ტური იქნებოდა, მეორე ტურში კი, აბსოლუტურად შეიცვლებოდა ყველაფერი.
tbl.ge/2l84
დაკოპირდა

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის გადაცემა ”360 გრადუსში”.
ამავე თემაზე
- 6 ქალაქიდან, სადაც მეორე ტური გაიმართა, 5-ის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გახდა
- ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე გახდა
- ქართული ოცნება ოზურგეთში გადამწყვეტი უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს
- ხაშურის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი გახდა
- ოზურგეთი: სიორიძე - 50.52%, შარაშენიძე - 49,48%