არჩევნები 2017

წინასწარი შედეგები ფოთის მერობაზე: "ოცნების" კანდიდატი - 54.98%, ენმ-ის - 14.53%

ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერის არჩევნებზე, ქართული ოცნების კანდიდატს გოჩა კურდღელიას ხმების 54.98% აქვს, ხოლო ევროპული საქართველოს კანდიდატს ვახტანგ დარცმელიძეს - 14.53%. მას მოჰყვება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მაკა ჯონჯოლია - 13.4%-ით.

32 უბნიდან, ხმები დათვლილია 27 უბნის თანახმად. ამ შედეგებით, ფოთში მეორე ტურის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას.

კომენტარები