არჩევნები 2017

ბოკერია: ოცნება ცდილობს, დანერგოს კლიმატი "როგორ ბედავთ ოპოზიციაში ყოფნას"

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა - პარტიის მარნეულის აქტივისტმა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

'ჩვენ მივედით მას შემდეგ, რაც ჩვენმა აქტივისტმა გვითხრა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უამრავი ადამიანი იყო მოწმე. პოლიციამ უნდა დაკითხოს ისინი და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენი აქტივისტის თქმით, მას. ეს არის ნორმალური მოქმედება. გამოვიდა ქართული ოცნების კანდიდატი და თქვა, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ მომდინარეობდა საარჩევნო კამპანია, გვქონდა არაერთი ინციდენტი, მათ შორის უამრავი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც გადაღებული იყო. არც ერთ მათგანზე არ მომხდარა რეაგირება და ყველა მოძალადემ და მთავრობასთან აფილირებულმა ადამიანმა, იცის, რომ ის დარჩება დაუსჯელი. ეს არის პრობლემა და ამიტომ მე მჯერა, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი აქტივისტია, ამ ვითარების გამო მიმაჩნია დამაჯერებლად, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და თვითონ არ შემოუხევია მაისური. საერთო ატმოსფეროს რასაც ვხედავ, საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილები, რათა კლიმატი დანერგონ, რომ ვინ არის აქ უფროსი და როგორ ბედავთ ოპოზიციაში ყოფნას. ეს სულისკვეთებაა. ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდად და ამომრჩევლებმა გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს ამ ქალაქში და მთელ საქართველოში თვითმმართველობის სათავეში", - ამბობს ბოკერია. 

კომენტარები