ცნობილი ადამიანები

მერლინ მენსონი ჯასტინ ბიბერზე: არ მომწონს გოგოებთან ჩხუბი

NME.com

გასულ კვირას, ერთ-ერთ რადიოში მერლინ მენსონმა ჯასტინ ბიბერზე ისაუბრა. მან მათი კონფლიქტი განიხილა.

"არ მომწონს გოგოებთან ჩხუბი, არ ვიჩხუბებ ჯასტინ ბიბერთან"- თქვა მერლინ მენსონმა 13 ოქტომბერს.

მერლინ მენსონისა და ჯასტინ ბიბერის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიბერს თავის ტურნეში მერლინ მენსონის გამოსახულებიანი მაისური ეცვა, ამის შემდეგ მან ამ მაისურის გაყიდვა 195 ემრიკულ დოლარად დაიწყო. მენსონის თქმით ბიბერს სურათის გამოყენებაზე უფლება არ აუღია.

"მე მას ბარში შევხვდი, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანი დადის. დავინახე პატარა ქერა გოგო, რომელსაც ვარდისფერი მაისური ეცვა. აღმოჩნდა, რომ ეს გოგო ჯასტინ ბიბერი იყო. მას ვუთხარი - შენი ჩემი მაისური გაცვია სცენაზე, მე ისევ რელევანტური გაგხადე. ბიბერმა არაფერი მიპასუხა."- თქვა მენსონმა.

მერლინ მენსონის თქმით, მან გადაწყვიტა რომ ბიბერის კომპანიისთვის არ ეჩივლა. 

კომენტარები