Facebook

Facebook და Instagram შეფერხებით მუშაობს - მომხმარებლები მიზეზს ვერ არკვევენ

დაახლოებით ერთი საათია,Facebook და Instagram შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლებს მსოფლიოს გარშემო სოციალურ ქსელებში შესვლისას ცარიელი გვერდი ხვდებათ, ან მხოლოდ გვერდის ნაწილს ხედავენ. ზოგისთვის ქსელები, ერთი შეხედვით, ნორმალურად ფუნქციონირებს, სანამ რამის დაპოსტვას ან გაზიარებას გადაწყვეტენ.

მომხმარებელთა ნაწილი პანიკაშია და უკვე იმაზე მსჯელობს, როგორი იქნება მსოფლიო ამ სოციალური ქსელების არარსებობის პირობებში. Facebook მიზეზებს არკვევს. მსგავსი შეფერხებები ამ სოციალური ქსელებისთვის იშვიათია.

კომენტარები