კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კარლოს პუჩემონტმა კატალონიის დამოუკიდებლობის ოფიციალური გამოცხადება გადადო

Lluis Gene/AFP/Getty

პუჩემონტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა, თუმცა მისი იმპლემენტაცია შეაჩერა იმისათვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს.

პუჩემონტმა კატალონიის რეგიონული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ კატალონიამ დაიმსახურა დამოუკიდებლობა მადრიდისაგან, თუმცა მას სურს განმუხტოს დაძაბულობა და ამიტომ პარლამენტმა დამოუკიდებლობის ოფიციალური გამოცხადება დროებით უნდა გადადოს და ოფიციალურ მადრიდთან დიალოგი დაიწყოს. მას არ დაუკონკრეტებია რა სახე ექნება მოლაპარაკებებს და ვინ იქნება მედიატორი.

"მე გთავაზობთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ეფექტების შეჩერებას, რათა მომდევნო კვირებში შედგეს დიალოგი, რის გარეშეც პრობლემის გადაჭრის თაობაზე შეთანხმებას ვერ მივაღწევთ." განუცხადა პუჩემონტმა პარლამენტს.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას ცნონ კატალონიის რესპუბლიკა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო." თქვა თავის გამოსვლაში კარლოს პუჩემონტმა.

კომენტარები