კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

El Pais-ის გამოკითხვით ესპანეთისგან გამოყოფა კატალონიელთა მხოლოდ 24%-ს სურს

კატალონია

El Pais-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით კატალონიის მოსახლეობის მეოთხედზე ნაკლებს სურს კვლავ ესპანეთისაგან გამოყოფა.

გამოკითხულთა მხოლოდ 24%-ს სურს 21 დეკემბერს დანიშნული არჩევნების შემდეგ კვლავ გაგრძელდეს ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი.

71%-ის აზრით უმჯობესია პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიონ და კატალონია ესპანეთის ნაწილად დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი პირველ ოქტომბერს ჩატარდა და ის ესპანეთის მთავრობამ არაკონსტიტუციურად ცნო. შედეგად ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის მთავრობა დაითხოვა და მინისტრების ნაწილი ამბოხების ბრალდებით დააპატიმრა. რეგიონის ყოფილი პრეზიდენტი, კარლოს პუჩემონტი ამჟამად ბელგიაში იმყოფება, სადაც სასამართლო გადაწყვეტს, გამოიყენოს თუ არა ესპანეთის მიერ გაცემული დაკავების ორდერი. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერსაა დანიშნული.

 

კომენტარები