მედიცინა

გოგომ, რომელმაც 2-ჯერ დაამარცხა სიმსივნე, იმავე კლინიკაში ექთნად დაიწყო მუშაობა

boredpanda.com

სიმსივნე რომ კაცობრიობის ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, ყველამ ვიცით, განსაკუთრებით კი 24 წლის მონტანა ბრაუნმა, რომელსაც ორჯერ დაუსვეს სიმსივნის იშვიათი ფორმის დიაგნოზი. 

პირველად ეს მაშინ მოხდა, როდესაც ის სულ რაღაც 2 წლის იყო. ბრაუნის მშობლებმა ის AFLAC სიმსივნის ცენტრში წაიყვანეს, სადაც 1-წლიანი ქიმიოთერაპიის შემდეგ, ის რემისიაზე წავიდა. ამის შემდეგ მას ნორმალური და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, სანამ 15 წლის ასაკში სიმსივნე დაბრუნდებოდა. 

ის კიდევ ერთხელ წავიდა იმავე ცენტრში ქიმიოთერაპიის კურსის გასავლელად და ისევ მოახერხა მისი დამარცხება. ეს ის რთული ბრძოლები იყო, რომელიც მან გადაიტანა და რამაც ის შთააგონა, რომ ექთანი გამხდარიყო. 

"ექთნები ძალიან მოსიყვარულეები, მზრუნველები და თანაგრძნობით სავსეები იყვნენ. სიყვარული, რომელიც მათ ჩემი და ჩემი ოჯახის წინაშე გამოიჩინეს, მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ნამდვილად დამეხმარა. ეს დამეხმარა იმაში, რომ ვყოფილიყავი ისეთივე კეთილი, მზრუნველი და თანამგრძნობი, როგორებიც ისინი იყვნენ ჩემთვის,"- ამბობს ბრაუნი ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

მონტანა ბრაუნი უკვე ექთანია. მას სჯერა, რომ მისი რთული პირადი გამოცდილება სიმსივნესთან მას დეხმარება, რომ დაამყაროს განსაკუთრებული ემპათიური კავშირი იმ ბავშვებთან, ვინც სიმსივნეს ებრძვიან და ის მათთვის იმედისა და შთაგონების წყარო გახდება. 

"მე მართლა მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ის ადამიანი, ვისაც შეუძლია თქვას 'ჰეი, მე სრულიად მესმის შენი. მე ვყოფილვარ მანდ და ახლა აქ ვარ,"- ამატებს ბრაუნი. 

ემპათიის, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებასთან ერთად, მონტანა ბრაუნი თავის ახალ სამსახურში უზარმაზარ ენთუზიაზმს დებს. 

"მილიონი წელიც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ 24 წლის ასაკში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას ავიხდენდი და ვიმუშავებდი იმ კლინიკაში, სადაც ბავშვობისას და თინეიჯერობისას ვმკურნალობდი. ეს გასაოცარია, და ძალიან მაგარია და ისეთი აღფრთოვანებული ვარ, რომ ასეთ შთამაგონებელ ორგანიზაციაში ვიმუშავებ,"- წერს მონტანა ბრაუნმა Facebook გვერდზე. 

კომენტარები