მედიცინა

ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს

NYU Langone Health/Handout via REUTERS

პირველად ისტორიაში ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. თირკმელი პაციენტის იმუნურმა სისტემამ არ უარყო, რაც დიდი წარმატებაა სამედიცინო სფეროსთვის და შესაძლოა, გადანერგვისთვის ორგანოების ნაკლებობის პრობლემის გადაწყვეტას შეუწყოს ხელი.

ოპერაცია ნიუ-იორკის საავადმყოფოში NYW Langone Health-ში ჩატარდა. ქირურგებმა გამოიყენეს ისეთი ღორის თირკმელი, რომლის გენებიც შეცვლილია, ღორის ქსოვილი აღარ შეიცავს მოლეკულას, რომელიც ადამიანის სხეულში გადანერგილი ორგანოს უარყოფას იწვევს. 

ღორის თირკმელი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გადაუნერგეს, რომელსაც თირკმელების დისფუნქციის ნიშნები ჰქონდა. პაციენტის ოჯახი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მის მოხსნამდე ექსპერიმენტულ ოპერაციას დათანხმდა.

ექიმებმა თირკმელი პაციენტის სხეულს სისხლძარღვებით დაუკავშირეს, სამი დღის განმავლობაში ორგანო ქალის სხეულის გარეთ იყო დაფიქსირებული და მკვლევარებს მასთან წვდომა და დაკვირვების საშუალება ჰქონდა.

კვლევის წამყვანი ქირურგის რობერტ მონტგომერის თქმით, ანალიზების შედეგების მიხედვით, თირკმლის ფუნქციის შედეგები ნორმალურად გამოიყურებოდა. თირკმელმა იმ რაოდენობის შარდი გამოყო, რაც ადამიანის გადანერგელი თირკმლიდან იქნებოდა მოსალოდენელი. მონტგომერის თქმით, არ შეიმჩნეოდა ორგანოს უარყოფის ნიშნები, რომლებიც როგორც წესი არამოდიფიცირებული ღორის თირკმლის გადანერგვის დროს ხდება პრიმატებისთვის გადანერგვის დროს.

ექიმის თქმით, ორგანოს მიმღები პაციენტის კერატინის მაღალი მაჩვენებელი, რაც თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მანიშნებელია, ოპერაციის შემდეგ ნორმას დაუბრუნდა.

მეცნიერები ათწლეულებია მუშაობენ, რათა ცხოველების ორგანოების გამოყენება ტრანსპლანტაციისთვის შესაძლებელი გახადონ. რობერტ მონტგომერის გუნდმა ივარაუდა, რომ ღორის იმ გენის შეცვლით, რომელიც ნახშირწყალბადის, შაქრის მოლეკულის, გლიკანის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი და ორგანოს უარყოფას იწვევს, პრობლემის გადაჭრას შეძლებდნენ.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის, GalSafe-ი, United Therapeutics Corp-მა შეიმუშავა. FDA-მ ასეთი ღორის ხორცის მიღება დაამტკიცა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხორცზე ალერგია აქვს. გენმოდიფიცირებული ღორის პროდუქტებმა ცალკეულ შემთხვევებში გამოყენებისთვის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები