ენმ-ის აქცია

საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ორი წევრი დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ორი წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის, ენმ-ის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოტე იოსელიანი.

კოტე იოსელიანის დაკავებას წინ უძღოდა მისი და მისი ცოლის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას მიერ საკრებულოში შესვლის მცდელობა. ისინი რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობდნენ, შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თინა ბოკუჩავას ხელით შეყვანა სცადეს, თუმცა, მათ შენობაში შესვლის უფლება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და დეპუტატები, მათ შორის პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოში შესვლას ამ დრომდე ცდილობენ. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სურთ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევთ.

კომენტარები